LIVE

ცუკერბერგის ქონება $10 მილიარდით გაიზარდა

29 აპრ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 327
ცუკერბერგის ქონება $10 მილიარდით გაიზარდა

მარკ ცუკერბერგის ქონება $10 მილიარდზე მეტით გაიზარდა

პირველი კვარტლის მოგების პოზიტიური მონაცემების შემდეგ, Meta-ს აქციები 14%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ცუკერბერგის ქონებამ $88 მილიარდს მიაღწია და Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.

შედეგად, ცუკერბერგმა აინაზღაურა დანაკარგი, რომელიც მილიარდერმა გასულ წელს განიცადა. შარშან Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქონების 57% - $77 მილიარდი დაკარგა2022 წელი ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე თითქმის ყველა ამერიკული მეწარმისთვის მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ ცუკერბერგისთვის განსაკუთრებით.

მილიარდერის წმინდა ქონების ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა მიმდინარე წლის 2023 წლის თებერვალში დაფიქსირდა და $12.5 მილიარდი შეადგინა. 

Meta-მ, Facebook-სა და Instagram-ის მშობელმა კომპანიამ, 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გუშინ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 3%-იანი წლიური ზრდის შედეგად, მოგებამ $5.7 მილიარდი შეადგინა.