LIVE

რუსულმა Sberbank-მა ChatGPT-ის კონკურენტი ჩატბოტი გამოუშვა

25 აპრ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 418
რუსულმა Sberbank-მა ChatGPT-ის კონკურენტი ჩატბოტი გამოუშვა

რუსული Sberbank აცხადებს, რომ საცდელ რეჟიმში ChatGPT-ის მსგავსი ჩატბოტი - GigaChat გამოუშვა

ბანკი აღნიშნავს, რომ უცხოურ კონკურენტებთან შედარებით, GigaChat-ის უპირატესობა რუსულ ენაზე უფრო გამართული კომუნიკაციის უნარია. 

Sberbank, რომელიც რუსეთის უმსხვილესი ბანკია, ბოლო წლებში ტექნოლოგიებში მსხვილ ინვესტიციას დებს, რათა ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს. ამან განსაკუთრებული მნიშვნელობა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, რუსეთზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე შეიძინა. 

გასულ წელს ChatGPT-ის გამოშვებამ ტექნოლოგიურ სამყაროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მნიშვნელოვნად წაახალისა. ამჟამად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში გლობალურად ორი მთავარი კომპანია დომინირებს. ესენია, ერთი მხრივ, OpenAI, რომელსაც Microsoft უჭერს მხარს და, მეორე მხრივ, Alphabet, რომელშიც შედიან Google და DeepMind.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკს სურს, შექმნას საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელიც ChatGPT-ის მთავარი კონკურენტი გახდება.