LIVE

SpaceX-მა Starship-ის გაშვება გადადო

17 აპრ 202317:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 523
SpaceX-მა Starship-ის გაშვება გადადო

SpaceX-მა Starship-ის გაშვება ტექნიკური მიზეზით გადადო

SpaceX-ის მფლობელმა, ილონ მასკმა Twitter-ზე ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ რაკეტის გაშვების გადადების მიზეზი გაყინული სარქველი გახდა. 

"როგორც ჩანს, წნევის სარქველი გაყინულია. თუ ის მალე არ ამუშავდება, დღეს გაშვება არ შედგება", - წერს მასკი. 

BBC-ის თანახმად, რაკეტის გადატვირთვას და შემდეგ მცდელობას მინიმუმ 48 საათი დასჭირდება.

SpaceX Starship ყველაზე დიდი რაკეტაა, რაც ოდესმე ადამიანს კოსმოსში გაუყვანია. მას ერთბაშად დიდი ტვირთების ან ბევრი პატარა ტვირთის გატანა შეუძლია.