LIVE

Samsung-მა შესაძლოა, Google-ს საძიებო სისტემა Bing-ით ჩაანაცვლოს

19 აპრ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 406
Samsung-მა შესაძლოა, Google-ს საძიებო სისტემა Bing-ით ჩაანაცვლოს

Samsung-მა შესაძლოა, Google-ს საძიებო სისტემა Microsoft-ის Bing-ით ჩაანაცვლოს

Bing, რომელიც ბაზრის უმნიშვნელო მოთამაშე იყო, ბოლო დროს აქტუალური ChatGPT-ის ინტეგრაციის შემდეგ გახდა. 

Reuters წერს, რომ Samsung-დან Google-ის წლიური შემოსავალი, სავარაუდოდ, $3 მილიარდს შეადგენს. შესაბამისად, თუ სამხრეთ კორეული კომპანია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება. 

სიახლის გავრცელების შემდეგ, Alphabet-ის აქციები მკვეთრად დაეცა. ამჟამად აქციის ფასი $104-ია. გასულ კვირას ის $108-ს შეადგენდა. შედეგად, კომპანიის კაპიტალიზაცია თითქმის $50 მილიარდით შემცირდა.  

Reuters-ის კითხვის საპასუხოდ, Google-მა განაცხადა, რომ საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე მუშაობს. Samsung-მა კი მედიის კითხვებს არ უპასუხა. 

Google-მა ჩატბოტის საკუთარი ვერსია, Bard საჯაროდ გასულ თვეში გამოუშვა. თუმცა ინვესტორები შიშობენ, რომ Google, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საძიებო ბაზრის 80%-ზე მეტს იკავებდა, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, შესაძლოა, Microsoft-ს ჩამორჩეს.  

"ინვესტორები შიშობენ, რომ Google გახდა საძიებო სისტემის ზარმაცი მონოპოლისტი და ბოლო ორ თვეში განვითარებული მოვლენები მისთვის გამოღვიძების სიგნალია", - ამბობს Atlantic Equities-ის ანალიტიკოსი ჯეიმს კორდველი. 

Alphabet-ის კაპიტალიზაცია $100 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეს სარეკლამო ვიდეომ აჩვენა, რომ პროგრამა ყოველთვის ზუსტ პასუხებს ვერ იძლევა და ზოგჯერ არასწორადაც კი პასუხობს.