LIVE

ინგლისი პლასტმასას შემცველი სველი ხელსახოცების აკრძალვას გეგმავს

09 აპრ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 494
ინგლისი პლასტმასას შემცველი სველი ხელსახოცების აკრძალვას გეგმავს

ინგლისი პლასტმასას შემცველი სველი ხელსახოცების აკრძალვას გეგმავს. ეს ნაბიჯი წყლის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული გეგმის ნაწილად განიხილება. 

ინგლისის გარემოს დაცვის მინისტრის, ტერეზა კოფის განცხადებით, აკრძალვა ძალაში, კონსულტაციების შემდეგ, 2024 წლიდან უნდა შევიდეს.  

ოპოზიციამ და გარემოსდამცველებმა მთავრობის გეგმა გააკრიტიკეს და მას სუსტი უწოდეს.

წყლის კომპანიების გაერთიანების, Water UK-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში კანალიზაციის გაჭედვის შემთხვევების 93%-ის გამომწვევი მიზეზი, უნიტაზში ჩარეცხილი პლასტმასას სველი ხელსახოცებია. მილების გასასუფთავებლად კი წელიწადში დაახლოებით 100 მლნ გირვანქა სტერლინგი იხარჯება.  

2021 წლის მონაცემებით, სველი ხელსახოცების დაახლოებით 90% შეიცავდა პლასტმასას, მაგრამ ახლა ბაზარზე ამ ტიპის ხელსახოცების მეტი ალტერნატივა არსებობს.

აღსანიშნავია, რომ პლასტმასას შემცველობის სველი ხელსახოცები არ იშლება, კანალიზაციის მილში მოხვედრისას ისინი დროთა განმავლობაში ერთმანეთს ეწებება და შედეგად მილები იჭედება.

დაბინძურების პრობლემა ინგლისში ყველა მდინარეს და არხს ეხება. 

მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ინგლისში ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი, ისეთი, როგორიცაა პლასტმასის დანა-ჩანგალი და თეფშები, იკრძალება