Forbes-ის უმდიდრესი ქალების სია, ერთი წლის განმავლობაში, 327-დან 337-მდე გაიზარდა. ცნობილია ტოპ 10 მილიარდერი ქალის ვინაობა.
უმდიდრესი ქალის სტატუს ზედიზედ უკვე მესამე წელია L’Oréal-ის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი ინარჩუნებს. მისი ქონების ღირებულება ბოლო ერთ წელიწადში თითქმის $5 მილიარდით გაიზარდა და ახლა $80.5 მილიარდს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გაუარესდა ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლის, მაკენზი სკოტის პოზიცია, რომელმაც მე-4-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, რაც გასულ წელს მისი ქონების ღირებულების $19.2 მილიარდით შემცირებამ გამოიწვია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სკოტის საქველმოქმედო კონტრიბუციაა, რომელმაც 2022 წელს $14 მილიარდი შეადგინა.
საფინანსო სფეროს გიგანტის Fidelity-ს მმართველი აბიგაილ ჯონსონი გასული წლის ტოპ ათეულს გამოაკლდა. ის რაფაელა აფონტე-დიამანტიმ ჩაანაცვლა, რომელიც, გარდა იმისა, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ქალებს შორის $31.2 მილიარდი ღირებულების ქონებით მე-6 ადგილს იკავებს, გლობალურ პოზიციაზე 43-ე ადგილზეა. ასეთი მაღალი პოზიცია მსოფლიო რეიტინგში თვითშემდგარ მილიარდერ ქალს არასდროს ჰქონია.
რაფაელა, თავის მეუღლე ჯანლუიჯი აფონტესთან ერთად, მსოფლიოს უდიდესი გადამზიდი კომპანია MSC-ის თანამფლობელია. Forbes-ი წინა წლებში წყვილს რეიტინგებში ერთად მოიხსენიებდა, წელს კი სხვადასხვა სიაში ცალ-ცალკე პოზიციები დაიკავეს.
საგულისხმოა, რომ მილიარდერი ქალების სამ-მეოთხედს ქონება მემკვიდრეობით აქვს მიღებული. დარჩენილ 28%-ს, რომლებმაც თავიანთი ქონება დამოუკიდებლად დააგროვეს, მიეკუთვნება ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა რიანა ($1.4 მილიარდი) და კიმ კარდაშიანი ($1.2 მილიარდი).
ტოპ ათეულის სია ასე გამოიყურება:
#1 ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი
ქონება: $80.5 მილიარდი | ასაკი: 69 | სიმდიდრის წყარო: L'Oréal | ქვეყანა: საფრანგეთი
#2 ჯულია კოხი
ქონება: $59 მილიარდი | ასაკი: 60 | სიმდიდრის წყარო: Koch Industries | ქვეყანა: აშშ
#3 ელის უოლტონი
ქონება: $56.7 მილიარდი | ასაკი: 73 | სიმდიდრის წყარო: Walmart | ქვეყანა: აშშ
#4 ჟაკლინ მარსი
ქონება: $38.3 მილიარდი | ასაკი: 83 | სიმდიდრის წყარო: Candy, pet food | ქვეყანა: აშშ
#5 მირიამ ადელსონი
ქონება: $35 მილიარდი | ასაკი: 77 | სიმდიდრის წყარო: Casinos| ქვეყანა: აშშ
#6 რაფაელა აფონტე-დიამანტი
ქონება: $31.2 მილიარდი | ასაკი: 78 | სიმდიდრის წყარო: Shipping | ქვეყანა: იტალია
#7 სუსან კლატენი
ქონება: $27.4 მილიარდი | ასაკი: 60 | სიმდიდრის წყარო: BMW, pharmaceuticals | ქვეყანა: გერმანია
#8 ჯინა რაინჰარტი
ქონება: $27 მილიარდი | ასაკი: 69 | სიმდიდრის წყარო: Mining | ქვეყანა: ავსტრალია
#9 მაკენზი სკოტი
ქონება: $24.4 მილიარდი | ასაკი: 52 | სიმდიდრის წყარო: Amazon | ქვეყანა: აშშ
#10 აირის ფონტბონა
ქონება: $23.1 მილიარდი | ასაკი: 80 | სიმდიდრის წყარო: Mining | ქვეყანა: ჩილე