
ბრიუსელი, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის განხილვის ახალ რაუნდს აღდგომის შემდეგ გეგმავს. დისკუსიები ევროკომისიასა და ევროკავშირის ელჩებს შორის გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ფონ დერ ლაიენის ძველი განცხადებით, შემდეგი პაკეტი ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილებასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე.
უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი 25 თებერვალს დაამტკიცა.
ომის წლისთავზე, 24 თებერვალს, შეთანხმებული ახალი სანქციებით ექსპორტის შეზღუდვები ფართოვდება და ევროკავშირიდან ოკუპანტ ქვეყანაში ჯამში 11 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტი იკრძალება. აღსანიშნავია, რომ დღემდე მიღებული ყველა სანქციით, ევროკავშირმა მთლიანობაში შეზღუდა რუსეთში მისი 2021 წლის ექსპორტის თითქმის ნახევარი (49%).