
ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ (Nasa) დაასახელა ოთხი ასტრონავტი, რომელიც, Artemis II მისიის ფარგლებში, მთვარის გარშემო გაემგზავრება.
ქრისტინა კოხი იქნება პირველი ქალი ასტრონავტი, რომელიც მთვარის მისიაში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ვიქტორ გლოვერი კი პირველი ასეთი ფერადკანიანი ასტრონავტი გახდება. რიდ ვაისმანსა და ჯერემი ჰანსენთან ერთად, ისინი მთავრის ორბიტაზე 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში 10 დღით გაემგზავრებიან.
ასტრონავტები მთვარეზე არ დაეშვებიან, მაგრამ მათი მისია გზას შემდგომ ეკიპაჟს გაუხსნის.
ასტრონავტები ახლა ინტენსიური მომზადების კურსს გაივლიან.
მისიაში ქალისა და ფერადკანიანი ადამიანის შერჩევით, Nasa ასრულებს დაპირებას, რომ შემდგომ მისიებში მრავალფეროვნებას შეიტანდა. მთავრის ყველა წინა მისიის ეკიპაჟი თეთრკანიანი მამაკაცებისგან შედგებოდა.
ეს ასტრონავტები გახდებიან პირველი ადამიანები, რომლებიც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მთვარის სიახლოვეს ფრენას განახორციელებენ.
NASA-ს ისტორიული მისია Artemis I, გასულ წელს, ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შედგა. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ ფლორიდიდან მთვარეზე 100-მეტრიანი რაკეტა 2022 წლის 16 ნოემბერს გაუშვა.