
ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრანსონის კომპანია Virgin Orbit-მა გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ახალი ინვესტიციის უზრუნველყოფა ვერ შეძლო.
კომპანიამ ფუნქციონირება რამდენიმე კვირის წინ შეაჩერა, მაგრამ იმედოვნებს, რომ მისი ყიდვის მსურველი გამოჩნდება.
Virgin Orbit-ის დირექტორის, დენ ჰართის განცხადებით, კომპანია ახლა კონცენტრირებულია ინვესტორის პოვნაზე, რათა Virgin Orbit-ის სამომავლო გეგმები ნათელი იყოს მისი მომხმარებლებისთვის, მიმწოდებლებითვის და თანამშრომლებისთვის.
2017 წელს შექმნილი Virgin Orbit აწარმოებს რაკეტებს ბოინგ 747 თვითმფრინავის მოდიფიცირებით. კომპანიის სტრატეგია ითვალისწინებს მცირე ზომის რაკეტების წარმოებას, რათა ისინი მოკლე დროში, ნებისმიერი ადგილიდან გაეშვას.
ამ წლის დასაწყისში კორნუოლში მდებარე კოსმოდრომიდან Virgin Orbit-ის თანამგზავრის გაშვების პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამ ფაქტის შემდგომ მას გაუჭირდა ეპოვა ახალი დამფინანსებელი, რის გამოც შეაჩერა ოპერაციები და 15 მარტს გაათავისუფლა თანამშორმლების დიდი ნაწილი ნაღდი ფულის დაზოგვის მიზნით.
2021 წელს კომპანიის ღირებულებამ მოსალოდნელზე ნაკლები, $243 მილიონი შეადგინა. გასული წლის სექტემბერში მისმა დავალიანებამ $153.5 მილიონს მიაღწია.
გასულ კვირას კომპანიამ 750 თანამშრომლის გაშვების შესახებ განაცხადა, რაც დასაქმებულების 85%-ს უდრის.