
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინას 4-წლიანი $15.6 მილიარდის სესხი დაუმტკიცა. აღნიშნული სესხი გლობალური $115-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც რუსეთის ომის შედეგად უკრაინის დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას უნდა მოხმარდეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სესხი ომში მყოფ სახელმწიფოს დაუმტკიცა.
ამასთან, აშშ-ში აცხადებენ, რომ უკრაინისათვის დამატებით გამოიყოფა კიდევ $2.6 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელშიც შევა სათვალთვალო რადარები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და საწვავის სატვირთო მანქანები.