LIVE

AI-ს 300 მილიონი სამუშაო ადგილის ჩანაცვლება შეუძლია

02 აპრ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 507
AI-ს 300 მილიონი სამუშაო ადგილის ჩანაცვლება შეუძლია

საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის განახლებული ანგარიშის მიხედვით, ხელოვნურ ინტელექტს (AI) სრულ განაკვეთზე დასაქმებული 300 მილიონი სამუშაო ადგილის ჩანაცვლება შეუძლია

ანგარიშის მიხედვით, სამუშაო ძალაში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით გლობალურად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ჯამური წლიური ღირებულება შესაძლოა, 7%-ით გაიზარდოს.

ხელოვნური ინტელექტის გავლენა სხვადასხვა სექტორში განსხვავებული იქნება. მათ შორის, ავტომატიზებული, ანუ AI-ის მიერ შესრულებული სამუშაო, შესაძლოა, მოიცავდეს ადმინისტრაციულ პროფესიებში დავალებების 46%-ს, იურიდიულ პროფესიებში 44-ს, მშენებლობაში 6%-ს, ხოლო ტექნიკური მომსახურების სფეროში 4%-ს. 

მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის როლს ჟურნალისტურ საქმიანობაშიც ხედავენ.

როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის მარტინის სკოლის მომავალი დირექტორი კარლ ბენედიქტ ფრეიმი ამბობს, უცნობია რა წილი ექნება ხელოვნურ ინტელექტს ადამიანთა ყოველდღიურ სამუშაო ცხოვრებაში, თუმცა გარკვეულ პროფესიებში მათი ჩართულობა რომ მნიშვნელოვანი იქნება, ამას რამდენიმე მაგალითიც ცხადყოფს, მათ შორისაა ჟურნალისტიკა.

​"მაგალითად, ChatGPT წერის უნარის მქონე უფრო მეტ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ შექმნას ესეები და სტატიები. ამიტომ, ჟურნალისტებს მუშაობა უფრო კონკურენტულ გარემოში მოუწევთ", - ამბობს ფრეიმი და განმარტავს, რომ კადრებზე მოთხოვნის ზრდის გარეშე, ამ სფეროში, შესაძლოა, ანაზღაურება შემცირდეს. 

Goldman Sachs-ის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ დღეს დასაქმებულთა 60% მუშაობს იმ პროფესიებში, რომლებიც 1940 წელს არც კი არსებობდა, თუმცა საინფორმაციო-ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ბაზარზე ახალი საქმიანობების საჭიროება შექმნა. თუ AI გლობალურად ასეთივე ტექნოლოგიურ გარდატეხას მოახდენს, მაშინ ის უახლოეს მომავალში დასაქმებულთა რიცხვს ნამდვილად შეამცირებს.