LIVE

Twitter-ის გამოკითხვებში მონაწილეობას მხოლოდ ვერიფიცირებული მომხმარებლები შეძლებენ

28 მარ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 327
Twitter-ის გამოკითხვებში მონაწილეობას მხოლოდ ვერიფიცირებული მომხმარებლები შეძლებენ

15 აპრილიდან Twitter-ის გამოკითხვებში მონაწილეობას მხოლოდ ვერიფიცირებული მომხმარებლები შეძლებენ. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა და განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი უფრო განვითარებულ AI ბოტებთან ბრძოლაა. 

ამასთან, მასკის თქმით, მხოლოდ ვერიფიცირებული ანგარიშები იქნებიან უფლებამოსილი, რომ მოხვდნენ Twitter-ის მიერ მომხმარებლებისთვის რეკომენდებულ პოსტებში. 

გასულ წელს მასკმა განაცხადა, რომ Twitter აწესებდა გარკვეულ შეზღუდვებს გამოკითხვებში მონაწილეობაზე, რათა Twitter Blue სერვისი წაეხალისებინა. 

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა 2022 წლის ნოემბერში Twitter-ის მომხმარებლებისთვის პრემიუმ Twitter Blue აამოქმედა და გადახდის სისტემა დანერგა, ეს მიდგომა სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც აიტაცეს. 

გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ Instagram-ის and Facebook-ის მომხმარებლებისთვის ვერიფიკაციის ნიშნის მიღება ფასიანი ხდება. 

როგორც სოციალური ქსელების მშობელ კომპანია, Meta-ში განმარტავენ, ვერიფიკაციის ანუ ე.წ. ლურჯი ნიშნის მიღება, თვეში $11,99 ეღირება, ხოლო უშუალოდ iPhone-ის მომხმარებლებისთვის - $14,99.