LIVE

როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის დროს

26 თებ 202112:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1169
როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის დროს
SUJIN KIM FOR BLOOMBERG BUSINESSWEEK

როდესაც, პანდემიის გამო, ადამიანები გამოკეტვაზე წუწუნებენ, ისინი შეიძლება საუბრობდნენ ყველა იმ კერძზე, რომელიც კარანტინის დროს მოამზადეს, საოფისე ტანსაცმელზე, რომელიც თვეებია არ ჩაუცვამთ ან სეირნობის უაზრო მარშრუტზე, რომელსაც ყოველდღე გადიან, მაგრამ, როგორც წესი, ისინი სამსახურს გულისხმობენ.

პანდემიის გამო შექმნილ ამ უჩვეულო გარემოში, როდესაც ადამიანები დისტანციურად მუშაობენ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა თანამშრომლების საბაზისო ფსიქოლოგიურ საჭიროებები გაითვალისწინონ.

ექსპერტები ამბობენ, რომ სტაბილურობის შეგრძნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვახერხებთ დღის განრიგის კონტროლს, ასევე, მიკუთვნებულობაზე, მიზნებსა და ზრდის შესაძლებლობაზე. ამას ჩვენ სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობით ვიკმაყოფილებთ. ესენი არიან თანამშრომლები, მეზობლები, რომანტიკული პარტნიორები, ოჯახის წევრები, მეგობრები და ა.შ. ამ დანაკლისის გამო, ჩვენი გონება შიმშილს განიცდის, ამბობს ფსიქოლოგი, ადელაიდას ფლინდერსის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლიდია ვუდიატიტი.  

როდესაც ეს დაუკმაყოფილებლობა დიდხანს გრძელდება, თანამშრომლებს უჩნდებათ სტრესის შეგრძნება - ხშირად გამოხატავენ წუხილს, შფოთვას, გაბრაზებას ან იმედგაცრუებას. ამ დროს ისინი, შესაძლოა, გახდნენ პასიურები, გაუჭირდეთ ყურადღების კონცენტრაცია და პასუხისმგებლობის აღება, ჰქონდეთ შემოქმედობითობის კრიზისი და თანამშრომლობის ნაკლები ინტერესი. 

Bloomberg Businessweek მენეჯერებს სთავაზობს რჩევებს, თუ როგორ აიცილონ თავიდან მსგავსი პრობლემები: 

ავტონომია

ადამიანებს ესაჭიროებათ შეგრძნება, რომ შესასრულებელი სამუშაო კონტროლს ექვემდებარება და მომავალი პროგნოზირებადია.

პრობლემა: პანდემიის პირველმა თვეებმა თავისუფლება დაგვაკარგვინა. ყველას გვაწუხებდა აზრი თუ რა უძლურები ვიყავით ვირუსის წინაშე. მას შემდეგ ერთ წელი გავიდა, თუმცა ჯერ ჯერობით იგივე მეორდება.

პრობლემის გადაჭრა: მიეცით თანამშრომლებს საშუალება, მიიღონ მაქსიმალურად ბევრი გადაწვეტილება. დაუსახეთ მკაფიო ამოცანა და მიზანი, მაგრამ ნუ ეტყვით, როგორ მიაღწიონ ამოცანას.

რჩევა: არ დატოვოთ უყურადღებოდ თქვენი საუკეთესო თანამშრომლები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ. განუსაზღვრელმა ავტონომიამ შეიძლება კავშირები გააფუჭოს.

მიკუთვნილებულობა

ადამიანებს ესაჭიროებათ, თავი გუნდის დაფასებულ წევრად იგრძნონ. 

პრობლემა: როდესაც იზოლირებული ხართ, უფრო რთულია იმის გაგება, თუ რა არის მისაღები და მოსალოდნელი. ”ჩვენი ბევრი სამუშაო საერთოდ უხილავი გახდა”, ამბობს ვუდიატი.

პრობლემის გადაჭრა: გამოსავალი პროგრესის შესახებ პოზიტიური საუბარი და დახმარების შეთავაზებაა. "ვხედავთ, ხალხი რამდენად მადლიერია პირადი მხარდაჭერის ნებისმიერი გამოხატვისას," ამბობს ვუდიატი.

რჩევა:  შეწყვიტეთ Zoom-ში “ბედნიერი საათების” მოწყობა. თანამშრომლებმა თავად გადაწყვიტონ როგორ გაატარებენ საკუთარ თავისუფალ დროს. აჩვენეთ, რომ თქვენ აფასებთ მათ ცხოვრებას, რომელიც სამუშაოს მიღმაა.

მიზანი

ადამიანებმა უნდა იცოდნენ მათ მიერ შესრულებული საქმის საჭიროება. 

პრობლემა: ბევრი თანამშრომელი თავს იღბლიანად მიიჩნევს, რადგან სამსახური აქვს. ზოგისთვის კი ფულის შოვნა არ არის საკმარისი, რომ თავი კარგად იგრძნოს.

პრობლემის გადაჭრა: აჩვენეთ თანამშრომლებს, თუ როგორ ფასდება მათი სამუშაო, მაგალითად, მომხმარებლის შეფასება. გაწერეთ შესასრულებელი მისია და პროექტები განხორციელებისკენ მიმართეთ.  

რჩევა: ნუ იქნებით ყალბი. გაიზიარეთ სტრატეგია, რომელსაც შეიარაღებული სამსახურების წევრები ბრძოლაში გვერდით მყოფ პირებთან იყენებენ - როდესაც “მე” ხდება “ჩვენ”, უფრო ადვილია დანაკარგების და დისკომფორტის ატანა.  

ზრდა 

ადამიანებს სჭირდებათ პროფესიული ზრდა. 

პრობლემა: თუ თანამშრომლები პროფესიულად არ იზრდებიან, მათი მოტივაცია და ჩართულობა იკლებს.

პრობლემის გადაჭრა: სთხოვეთ თანამშრომლებს ჩამოაყალიბონ კვარტალური სასწავლო მიზნები და განიხილონ როგორ მიაღწიონ მას. ეს შეიძლება იყოს ონლაინ სერტიფიკატების ან დიპლომების მიღება, აღმასრულებელ დირექტორებთან სხდომებზე მონაწილეობა და ა.შ.

რჩევა: ნუ აურევთ ამ ნაწილს სავალდებულო სამუშაო პროცესის ამოცანებთან და არ შეხედოთ მათ, როგორც ქვედა რგოლთან დაგეგმილ შეხვედრებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არიანან კოენი