LIVE

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ისევ ფინეთია - რომელ ადგილზეა საქართველო

20 მარ 202316:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 842
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ისევ ფინეთია - რომელ ადგილზეა საქართველო

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო, 109 ქვეყანას შორის, 90-ე ადგილზეა. 2021 წლის გამოკითხვაში, ის 108-ე იყო

სიაში პირველ ადგილს ზედიზედ 6 წელია ფინეთი იკავებს, მას დანია და ისლანდია მოსდევს. 

გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პუბლიკაცია 150-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გლობალური გამოკითხვის მონაცემებს ეყრდნობა.

"ბედნიერების ინდექსი" რამდენიმე კრიტერიუმით ფასდება. მათ შორისაა, მშპ ერთ სულზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა და სხვა. 

ახალი ანგარიში სიმბოლურად 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა.

პირველი 20 ქვეყნის სია ასეთია:

1. ფინეთი

2. დანია

3. ისლანდია

4. ისრაელი

5. ნიდერლანდები

6. შვედეთი

7. ნორვეგია

8. შვეიცარია

9. ლუქსემბურგი

10. ახალი ზელანდია

11. ავსტრია

12. ავსტრალია

13. კანადა

14. ირლანდია

15. აშშ

16. გერმანია

17. ბელგია

18. ჩეხეთი

19. დიდი ბრიტანეთი

20. ლიეტუვა