LIVE

Netflix სამხრეთ კორეულ პროექტებში $500 მილიონს დებს

25 თებ 202117:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 401
Netflix სამხრეთ კორეულ პროექტებში $500 მილიონს დებს
Bloomberg

Netflix სამხრეთ კორეულ ფილმებსა და სერიალებში $500 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. სამხრეთ კორეული პროექტები Netflix-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წარმატებული ბაზარია. ამჟამად პლატფორმას სამხრეთ კორეის ბაზარზე 3.8 მილიონი მომხმარებელი ყავს.

2016 წლიდან ამერიკულმა კომპანიამ კორეულ გასართობ პროდუქტებში $700 მილიონამდე ჩადო და 80-მდე ორიგინალური პროექტი შექმნა. Netflix-ის შინაარსის უფროსი ოფიცრის, ტედ სარანდოსის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კორეული შინაარსის სტრიმინგის პლატფორმამ აუდიტორიის წარმოუდგენელი დაინტერესება დააფიქსირა.

სამხრეთ კორეა გაყიდვების მიხედვით Netflix– ის სიდიდით მესამე ბაზარია აზიაში.

Netflix $500 მილიონით გამოყენებას ორიგინალი კორეული დრამების, რეალითი შოუებისა და დოკუმენტური ფილმების გადაღებას გეგმავს. კომპანია Netflix- ის პირველ კორეულ სიტკომის “So Not Worth It" დაფინანსებასაც გეგმავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ და შირლი ჟაო