LIVE

იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვა 12.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

13 მარ 202311:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 409
იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვა 12.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მლრდ 898 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი წლიურად 20.3%-ით გაიზარდა და 915 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 9%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 983 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, ანუ იმპორტის გადაჭარბებამ ექსპორტზე, 2023 წლის იანვარ-თებერვალში 1 მლრდ 69 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9%-ია.

შეგახსენებთ, საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლიურად 32.8%-ით გაიზარდა და 19 მლრდ 43 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.