LIVE

აპრილში ნორვეგიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ველოგვირაბი გაიხსნება

14 მარ 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 423
აპრილში ნორვეგიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ველოგვირაბი გაიხსნება

ნორვეგიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 2,9 კმ სიგრძის საფეხმავლო და ველოგვირაბი საჯაროდ 15 აპრილს გაიხსნება

მის დაფარვას ველოსიპედით დაახლოებით 10 წუთი, ხოლო ფეხით 30-45 წუთი დასჭირდება. 

Fyllingsdalstunnelen-ის სახელით ცნობილი გვირაბი ნორვეგიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ლოვსტაკენის მთას კვეთს და ფილინგსდალენისა და მინდემირენის საცხოვრებელ უბნებს აკავშირებს. ველოსიპედისტებს კვლავ შეუძლიათ ბერგენის ცენტრისკენ გვირაბის გარეშე, დღეს არსებული მარშრუტებით გადაადგილდნენ. 

გვირაბი და ბერგენის ცენტრისკენ მიმავალი ველოსიპედის სხვა მარშრუტები სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მუნიციპალური პროგრამა Miljøløftet-ის მეშვეობით ფინანსდება.

ობიექტის მიზანია, წაახალისოს ფეხით და ველოსიპედით გადაადგილება, რაც არა მხოლოდ მანქანებისგან განტვირთავს ქალაქს, არამედ ხელს შეუწყობს გამონაბოლქვის შემცირებას. 

გვირაბი ღია იქნება ყოველდღე 05:30 საათიდან 23:30 საათამდე. ის აღჭურვილია განათების კარგი სისტემით, გაჩერებებით და უსაფრთხოების კამერებით. ის ასევე გაფორმებულია ნამუშევრებითა და ინსტალაციებით, რაც გადაადგილებას უფრო საინტერესოს გახდის. გვირაბში ტემპერატურად მუდმივად 7° იქნება. 

ბერგენის ველოგვირაბს სიგრძით უსწრებს აშშ-ში, სიეტლის მახლობლად არსებული გვირაბი, რომელი 3,6 კმ-ია, მაგრამ ის მოწყობილია სარკინიგზო გვირაბში, ნორვეგიის გვირაბი კი სპეციალურად ველოსიპედებისთვის აშენდა და შესაბამისად, ის მიიჩნევა, ყველაზე გრძელ ველოგვირაბად.