
Swaroski რუსეთს სრულად ტოვებს. ამის შესახებ სამკაულების კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსის ნაზარდმა ავსტრიულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Swarovski-მ რუსეთში 12 მაღაზია დახურა და შეწყვიტა ონლაინ ვაჭრობა. ნაზარდის თქმით, ცხადი გახდა, რომ კომპანია რუსეთში საქმიანობას ვერ გააგრძელებს.
ის რუსეთიდან სრულად გასვლის თარიღს ვერ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს კანონის დაცვით და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით მოხდება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ბაზარი 1000-ზე მეტმა დასავლურმა კომპანიამ სრულად ან ნაწილობრივ დატოვა. ამასთან, რუსეთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა და სანქციების ეფექტი ქვეყნის უმსხვილეს სექტორებზე აისახა.