LIVE

ევროკავშირმა 2030 წლისთვის ენერგიის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწია

10 მარ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 673
ევროკავშირმა 2030 წლისთვის ენერგიის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებების შედეგად 10 მარტს დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ევროკავშირის მიერ ენერგიის მოხმარება 11.7%-ით უნდა შემცირდეს.

მიზნის მისაღწევად წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ საცხოვრებელი შენობების განახლება. ევროპული შენობების უმრავლესობა წიაღისეული საწვავით თბება, ხოლო გაერთიანების მთავარი მიზანი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად ძალისხმევის გაძლიერებაა. ერთ-ერთი წამყვანი მომლაპარაკებლის თქმით, “კლიმატის სასარგებლოდ და პუტინის წინააღმდეგ ეს იქნება რეალური ცვლილება”.

მიუხედავად დასახული მიზნისა, ევროპარლამენტი უფრო მეტს მოელოდა და ენერგიის საბოლოო მოხმარების 14%-იანი კლებისთვის იბრძოდა, თუმცა წევრ სახელმწიფოებს მოხმარების მხოლოდ 9%-ით შემცირება სურდათ. 9%-იანი კლება იყო ევროკავშირის თავდაპირველი, 2021 წლის ინიციატივა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 11.7%-მდე გაიზარდა. 

ამჟამინდელი ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც “აუმჯობესებს ენერგოეფექტურობის მიმდინარე დირექტივას, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც იგი REPowerEU-ს მიზნების მისაღწევადაა საჭირო”, - განაცხადა არიანა ვიტალიმ, ენერგიის დაზოგვისთვის მომუშავე არაკომერციული კოალიციის გენერალურმა მდივანმა. იგი გულისხმობს ევროკავშირის მიზნებს, სრულად შეწყვიტოს რუსული წიაღისეული საწვავის მოხმარება 2027 წლისთვის.