LIVE

მომხმარებელთა მოლოდინი ევროზონის ინფლაციის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა

11 მარ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 395
მომხმარებელთა მოლოდინი ევროზონის ინფლაციის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა

ევროპის ცენტრალური ბანკის თანახმად, მომხმარებელთა მოლოდინები ევროზონის ინფლაციის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა.

მომდევნო სამი წლისთვის დეკემბერში ვარაუდობდნენ 3%-იან ინფლაციას, თუმცა ეს მაჩვენებელი იანვარში 2.5%-მდე შემცირდა. შემცირებულია მომდევნო 12 თვის ინფლაციის მოლოდინიც 4.9%-მდე, მანამდე არსებული 5%-დან.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში ინფლაციური მოლოდინები ყველაზე მეტად გერმანიასთან მიმართებით შემცირდა, სადაც ევროპის ცენტრალური ბანკი სამომხმარებლო ფასების დონის მხოლოდ 2%-იან ზრდას ვარაუდობს. მაგალითისთვის, ნიდერლანდებში აღნიშნული მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა. ფაქტობრივად, ამ დროისთვის ევროზონის სამომხმარებლო ინფლაციის მოლოდინების მაჩვენებელი გასული წლის მაისის მაჩვენებლებს გაუტოლდა, რაც საკმაოდ სტაბილური და საიმედოა. 

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის მოლოდინები მონეტარულ პოლიტიკაში ცვლილებების შეტანამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე შემცირდა. თებერვალში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პუნქტით - 2%-დან 2.5%-მდე გაზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაუმჯობესებულია ეკონომიკური პერსპექტივაც. ევროპის ცენტრალური ბანკის ანგარიშმა ასევე აჩვენა, რომ იანვარში ეკონომიკური ზრდის მოლოდინები მომდევნო 12 თვისთვის 1.2%-დან 1.5%-მდე გაიზარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 11.9%-დან 11.6%-მდე შემცირდა.