LIVE

ჩინეთი წელს სამხედრო ხარჯებს 7%-ზე მეტით ზრდის

11 მარ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 442
ჩინეთი წელს სამხედრო ხარჯებს 7%-ზე მეტით ზრდის

ჩინეთი მიმდინარე წელს სამხედრო ხარჯებს 7.2%-ით ზრდის და საფრთხეების „ესკალაციაზე“ საუბრობს.

ჩინეთის პრემიერმინისტრმა ლი კეციანმა ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) დელეგატებს უთხრა, რომ "ჩინეთის შევიწროების და შეკავების საგარეო მცდელობები ესკალაციას განიცდის".

პეკინის სამხედრო ბიუჯეტმა დაახლოებით $225 მილიარდი (1.56 ტრილიონი იუანი) შეადგინა, მაგრამ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა თავდაცვისთვის რეალურად მეტს ხარჯავს. 

ამის შესახებ ცნობილი გახდა კონგრესზე, რომელმაც, მოგვიანებით  პრეზიდენტ სი ძინპინის მესამე ვადით დარჩენა დაამტკიცა

გასულ წელს ჩინეთმა სამხედრო ბიუჯეტი 7.1%-ით 1.45 ტრილიონ იუანამდე გაზარდა.