
ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ზედიზედ მესამე ვადით სი ძინპინი აირჩია.
სი ძინპინი, რომელსაც ივნისში 70 წელი უსრულდება, არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი იყო და მისი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა.
ჩინეთის მმართველობის სისტემაში პრეზიდენტის ფუნქციები ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს. ამავე დროს, ის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარეა, რაც მის ძალაუფლებას განაპირობებს. ორივე თანამდებობა მან გასული წლის ოქტომბერში, პარტიის ყრილობაზე დაიკავა.
ახალარჩეული პრეზიდენტი პრემიერმინისტრს და მინისტრთა კაბინეტს უახლოეს დღეებში წარადგენს.
სი ძინპინი პოსტზე 5 წლის ვადით აირჩიეს.