PMC კვლევითი ცენტრის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის ტერიტორია ჯამში 18.4 მილიონმა მოქალაქემ დატოვა. აქედან 10.8 მილიონი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო 8 მილიონზე მეტი, ანუ მთლიანი მოსახლეობის 18.4% კვლავ ლტოლვილის სტატუსით რჩება. კვლევის მიხედვით, საქართველოში 17 000 უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.
დარეგისტრირებულ უკრაინელი ლტოლვილების გადანაწილება ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება (ათასი კაცი):
ანგარიშის თანახმად, გამოკითხულ უკრაინელთა 65% მასპინძელ ქვეყანაში დარჩენას გეგმას. 9%-ს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, 10% ქვეყნის შეცვლას აპირებს. ხოლო დარჩენილი 16% უკრაინაში დაბრუნებას ფიქრობს.
"უკრაინელთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას ომის დასრულებამდევე იმედოვნებს. ნაწილი კი ევროპის ქვეყნებში დარჩენას აპირებს. მათი თქმით, ისინი ამ ქვეყნებში დასაქმებასთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში",- აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამავე კვლევის მიხედვით, უკრაინელ ლტოლვილთა ნაწილი, მასპინძელ ქვეყნებში დასაქმებას აპირებს. მაგალითისთვის, გერმანიაში დასაქმების სურვილი იქ მცხოვრებ ლტოლვილთა 90%-მა გამოთქვა, პოლონეთში შემთხვევაში 73%-მა, ხოლო საქართველოში 56%-მა. აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოს შემთხვევაში გამოკითხულთა 14% დისტანციურად არის დასაქმებული.
მონაცემების მიხედვით, გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილთა 22%, პოლონეთში 12%, ხოლო საქართველოში 19% დასაქმდა.