LIVE

ევროზონაში ინფლაცია შენელდა და 8.5% შეადგინა

02 მარ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 304
ევროზონაში ინფლაცია შენელდა და 8.5% შეადგინა

თებერვალში ევროზონის წლიური ინფლაცია შენელდა და 8.5% შეადგინა. მაჩვენებელი იანვრის 8.6%-თან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, მაგრამ ის მაინც აჭარბებს Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების პროგნოზირებულ 8.3%-ს.

საბაზო ინფლაცია, რომელიც საკვებისა და ენერგიის არასტაბილურ ხარჯებს გამორიცხავს, თებერვალში 5.3%-დან 5.6%-მდე გაიზარდა. პოლიტიკის შემქმნელები მთავარ აქცენტს ახლა ამ მაჩვენებელზე აკეთებენ, რაც მიანიშნებს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი მიმდინარე თვეში მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს. 

თებერვალში ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პუნქტით - 2%-დან 2.5%-მდე გაზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, ეკონომისტები და ინვესტორები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ბანკმა განაკვეთი 4%-მდე გაზარდოს.