
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში პოლიტიკური პარტიების ჯამურმა შემოწირულებამ 742 230 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ თანხის 50%, 370 000 ლარი, პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158 098 ლარით, ხოლო მესამეზე - „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით.
TI-ს „პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენის“ მიხედვით, ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველთა უმრავლესობა მასთან დაკავშირებული მსხვილი ბიზნესჯგუფებია.
IV კვარტალში „ქართული ოცნების“ შემომწირველები იყვნენ:
- მანანა ნადირაძე - 30 000 ლარი;
- დავით გალუაშვილი - 40 000 ლარი;
- გივი ლებანიძე - 30 000 ლარი;
- სულხან ბაკურიძე - 30 000 ლარი;
- ედნარ ხიმშიაშვილი - 50 000 ლარი;
- ჯონი ჯინჭარაძე - 20 000 ლარი;
- მარინა დეხტიარევი - 20 000 ლარი;
- ჯემალ ჭყონია - 20 000 ლარი;
- მალხაზ დუმბაძე - 20 000 ლარი;
- ლაშა ბალაძე - 60 000 ლარი;
- გიორგი ჭყონია - 50 000 ლარი.