LIVE

გახშირდა შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლები რუსული ენის ცოდნას ითხოვენ - HR.GE

28 თებ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 595
გახშირდა შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლები რუსული ენის ცოდნას ითხოვენ - HR.GE

დასაქმების სააგენტო HR.GE-ის რეგიონული მენეჯერის, ინგა შახბაზიანის თქმით, დასაქმების პორტალებზე კვლავ მზარდია ვაკანსიების რაოდენობა, სადაც ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა რუსული ენის ცოდნაა

როგორც მან "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნა, დამსაქმებლების მხრიდან რუსული ენის ცოდნაზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, პორტალებზე ნაკლებად ქვეყნდება მხოლოდ რუსულენოვანი ვაკანსიები.

"რუსულენოვან ვაკანსიებზე გამიჭირდება საუბარი, რადგან დასაქმების პორტალზე ძალიან მცირე რაოდენობით ქვეყნდება. შესაძლებელია, მხოლოდ რამდენიმე შეგხვდეთ. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიათა რიცხვი, რომლებიც ინგლისურთან ერთად რუსული ენის ცოდნასაც ითხოვენ. ბაზარზე გამოჩნდა ბევრი მომხმარებელი, რომელიც არის რუსულენოვანი და შესაბამისად, მათთვის რუსული ენის ცოდნა მეტად პრიორიტეტულია", - განაცხადა ინგა შახბაზიანმა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველო, ერთ-ერთია სადაც რუსი და ბელარუსი მიგრანტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოს საზღვარი 1 405 552-მა რუსმა გადმოკვეთა.