LIVE

სოც. დაუცველთა დასაქმების რეალური მიზანი პარტიული აქტივის შექმნაა - სერგო ჩიხლაძე

25 თებ 202320:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 358
სოც. დაუცველთა დასაქმების რეალური მიზანი პარტიული აქტივის შექმნაა - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივი სამუშაოებიდან განთავისუფლება, პროგრამის გაუმართაობაზე მიუთითებს.

მისი თქმით, პროგრამა პოლიტიკური მოტივებით შეიქმდა და მთავარი მიზანი არა ხალხის დასაქმება, არამედ პარტიული აქტივის შექმნაა.

"პროგრამა იყო არამიზნობრივი. არ იყო დაგეგმილი სათანადოდ და არც ის კონკრეტული საჭიროებები იყო გამოკვეთილი, თუ რა კრიტერიუმებით მოხდებოდა ამ ადამიანების დასაქმება. ეს იყო პოლიტიკური მოტივებით განპირობებული დასაქმება, რომლის მთავარი მიზანი, ქართული ოცნების პარტიული აქტივის შექმნა იყო. მთავრობას აწყობდა ამ პროგრამის შემუშავება. ხოლო ახლა, როგორც ჩანს, პროგრამის საჭიროებას ვეღარ ხედავენ და ხალხი სამსახურებიდან გამოუშვეს. საჭიროა რეალური სამუშაო ადგილების შექმნა",- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილი თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოებიდან 3 500 სოციალურად დაუცველი გაათავისუფლეს და მათ 300-ლარიანი ხელფასის ჩარიცხვა შეუწყდათ. მისი განცხადებით, ხდება პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების დასწრებისა და სამუშაოს შესრულების მკაცრი მონიტორინგი.