LIVE

GameStop-ის ფინანსური დირექტორი კომპანიას $30 მილიონით დატოვებს

24 თებ 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 309
GameStop-ის ფინანსური დირექტორი კომპანიას $30 მილიონით დატოვებს
Bloomberg News

ჯიმ ბელი, GameStop-ის ფინანსური დირქტორი, დაკავებულ თანამდებობას ორ წელზე ნაკლებ დროში ტოვებს.

ბელი კონტრაქტით გათვალისწინებულ 15,8 მილიონ დოლარს თანამდებობის დატოვების შემდეგ მიიღებს. მას, ასევე, შეუძლია მილიონობით დოლარი გამოიმუშაოს GameStop-ში საკუთარი კაპიტალიდან, თუ ინვესტორი რაიან კოენი საცალო მოვაჭრის წარმატების შემობრუნებას შეძლებს.

ბელის შთამბეჭდავი საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის პაკეტის მოცულობა ნაწილობრივ  GameStop-ის აქციების დრამატული ზრდით არის განპირობებული. იანვარში საცალო ინვესტორების ძალისხმევამ კომპანიის საფონდო ღირებულება გაორმაგებული დატოვა.

Bloomberg News- ის მონაცემების თანახმად, ბელი კომპანიიდან წასვლის $2.8 მილიონიან კომპენსაციას და $13 მილიონის ლიმიტირებული აქციების დაუყოვნებლივ განაღდებულ ღირებულებას მიიღებს.

ის ასევე ფლობს რამდენიმე კაპიტალის ჯილდოს და კომპანიისგან კიდევ მინიმუმ $13,8 მილიონის აქციების მიღება შეუძლია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდერს მელინი