LIVE

ველი სთორი ელექტრონული კომერციის ბაზარზე - მიღწევები და გეგმები

06 თებ 202315:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 363
ველი სთორი ელექტრონული კომერციის ბაზარზე - მიღწევები და გეგმები

საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზარი არც თუ ისე კონკურენტუნარიანი იყო. ეს მდგომარეობა COVID-19-ისა და სრული ლოქდაუნის შემდგომ შეიცვალა. როგორც Digital Ecosystem Digest-ის ყოველთვიურ კვლევით ანგარიშში ვკითხულობთ, ელექტრონული კომერციის მომხმარებელთა რაოდენობა 2022 წელს 15%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტით შესყიდვები მხოლოდ პანდემიის მოკლევადიანი ეფექტით კი არ შემოიფარგლა, არამედ იმდენად მზარდი და კონკურენტუნარიანი გახდა, რომ სავარაუდოდ, 2023 წელს ელექტრონული კომერციის ბაზრები 32.8%-ით გაიზრდება.

ველიმ, როგორც სტარტაპმა, საქმიანობა 2021 წელს დაიწყო, ახლა კი 100-ზე მეტი თანამშრომლითა და ვებსაიტზე განთავსებული 30 000-ზე მეტი უნიკალური პროდუქტით, საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზარზე მოწინავე კომპანიაა. იგი მიზნად არამარტო ლოკალური, არამედ რეგიონული e-commerce ბაზრის ათვისებას ისახავს. კომპანია იცნობს მომხმარებლების, როგორც დაინტერესებული მხარეების პრეფერენციებს და ითვალისწინებს ფაქტს, თუ რამდენად სუბიექტური და სპეციფიკური შეიძლება იყოს თითოეული მომხმარებლის არჩევანი. კომპანია პასუხობს ყველა გამოწვევას, რომელიც პოტენციური მომხმარებლების გამოცდილებასთანაა დაკავშირებული: 

  • ტექნიკურად გამართული ვებგვერდი;

  • პროდუქტების დახარისხება; 

  • პროდუქტის დანიშნულების დეტალური აღწერა;

  • მიტანის სერვისი საშუალოდ სამ საათში.

მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი

ველი მუდმივი განვითარების პროცესშია, საიტზე უფრო და უფრო მეტი პროდუქტია ხელმისაწვდომი. მისი მთავარი მიზანია, დაეხმაროს მომხმარებელს დროის დაზოგვაში და აჩვენოს მას, თუ რამდენად ეფექტიანია ერთ სივრცეში თავმოყრილი პროდუქტების ონლაინ შეძენა.  ამისთვის ვებგვერდი ითვლის დროს, რომელიც ონლაინ შოპინგისას დაიზოგა, რათა ნათელი გახდეს პლატფორმით სარგებლობის ბენეფიტები. მომხმარებლის გამოცდილებაზე აქცენტი კომპანიას ბრენდის პოზიტიური რეპუტაციის შენარჩუნებაში, ერთგულების გაზრდასა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხშირად გუგლის საძიებო სისტემის პირველ გვერდზე მოხვედრაში ეხმარება.

ველი სტერეოტიპების წინააღმდეგ

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ელექტრონული კომერციული კომპანიების წარმატების განსაზღვრაში არის ნდობა. მომხმარებელი არასდროს გადაწყვეტს შეკვეთას, თუკი შეთავაზებული ასორტიმენტი საფრთხისშემცველად მოეჩვენება, პროდუქციის ხარისხში, გადახდის მეთოდებისა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაში დაეჭვდება. ამგვარად, ველის ერგო რთული დავალება, დაენგრია ყველა ის სტერეოტიპი, რომელიც საქართველოში e-commerce-თან იყო დაკავშირებული. 2021 წლამდე ქართველი მომხმარებლების უმრავლესობა პროდუქციას საერთაშორისო ელექტრონული კომერციული კომპანიებიდან იწერდა. ველიმ კი მათ ისეთი პროდუქტები შესთავაზა, რომლებიც ქართულ ბაზარზე ადრე არც არსებობდა. შესაბამისად, დაზოგა მომხმარებლის დრო - ის, რისი ლოდინი კვირების განმავლობაში უწევდა შემკვეთს, ახლა უკვე სწრაფად და მარტივად გახადა ხელმისაწვდომი. პროდუქციის მაღალ ხარისხთან ერთად, აღსანიშნავია სწრაფი მიწოდების სერვისიც. ამასთან, ველი ერთადერთი e-commerce-ია საქართველოში, რომელიც ოპერირებს საკუთარი საწყობით და მას მენეჯმენტს უწევს.

სამომავლო გეგმები

სამომავლოდ, ველი ბიზნესის გაზრდასა და არამარტო ქართული, არამედ რეგიონული ელექტრონული კომერციის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს. კომპანია აპირებს კიდევ უფრო მეტი პროდუქტისა და კატეგორიის დამატებას, სხვადასხვა ვარიაციების შექმნას. მისი ყველაზე ძლიერი მხარე მომხმარებლის სურვილებისა და მოთხოვნების ცოდნაა - როგორც ველის ბრენდის ხელმძღვანელი ამბობს, "ველიში ყველა გადაწყვეტილება მონაცემებს ეყრდნობა“. 

დადებითი სამომხმარებლო გამოცდილება

კომპანიამ ზუსტად იცის, რა დრო დახარჯე საიტზე, რა დრო დაზოგე შოპინგით, რომელ პროდუქტებზე გააკეთე არჩევანი და ა.შ ონლაინ მაღაზია ამ ინფორმაციასაც მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად იყენებს. არსებული 16 კატეგორიიდან, რომლებიცაა: 

  • საჩუქრები;

  • თავის მოვლა; 

  • ტექნიკა;

  • ცხოველების მოვლა;

  • კრაფტი & ხელოვნება და ა.შ

შეუძლებელია, რომ რომელიმე ერთი ვარიაციით მაინც არ იყოს მომხმარებელი დაინტერესებული. გაყიდვების რაოდენობის გაზრდას ეხმარება პრაგმატული UX დიზაინი, რომელიც, ერთი მხრივ, გვერდის ესთეტიკასაც აჩვენებს, მეორე მხრივ, მისი გამოყენების სიხშირესაც ზრდის. მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა ტექნიკურადაც გამართულია. მიუხედავად იმისა, რომ საიტზე 30 000-ზე მეტი უნიკალური პროდუქტია განთავსებული, ძებნისა და შეძენის პროცესი მაქსიმალურად სწრაფია, რაც მომხმარებელს ეფექტური სერვისის მიღების შესაძლებლობას აძლევს. თუკი გავითვალისწინებთ ქართველი შემკვეთის უკმაყოფილებას e-commerce კომპანიებთან თანამშრომლობის გამო, ველიმ შექმნა ახალი რეალობა, რომელშიც მხოლოდ საუკეთესო გამოცდილების მიღება შეგიძლია.

ველის კონცეფცია

მართალია, შოპინგის ონლაინ პლატფორმას დაფუძნების დღიდანვე ათასობით ვიზიტორი ჰყავდა, თუმცა დღეს ეს მაჩვენებელი ბევრად გაზრდილია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, არჩილ ფირიაშვილი, აღნიშნავს, კომპანიის კონცეფცია დასაწყისიდანვე მომხმარებლის რუტინის პროდუქტიულ, სასიამოვნო პროცესად გადაქცევა იყო. ის, რომ ველი მომხმარებელზეა ორიენტირებული იქიდანაც ჩანს, რომ დამფუძნებელმა ამ ონლაინ პლატფორმის კონცეფცია მომხმარებლის გადმოსახედიდან შექმნა. მას უნდოდა, უკმაყოფილება, რომელსაც თავად, როგორც შემკვეთი, გრძნობდა, შეეცვალა კომფორტითა და კმაყოფილებით. 

პანდემიის გავლენა ბაზარზე

არჩილ ფირიაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ პანდემიამ და სრულმა ლოქდაუნმა ადამიანებს საკუთარი ცხოვრების განცდა, მასზე კონტროლი დააკარგვინა. ველიმ კი ეს განწყობა შეცვალა, მომხმარებლებს საკუთარი სურვილების, პრეფერენციების მიხედვით ქმედების სიამოვნება შეახსენა, ამრიგად, მათთვის არამხოლოდ საშოპინგო პლატფორმა, არამედ სასიამოვნო ემოციებთან დაკავშირებული კომპანია გახდა. 

ველი არის ბიზნესის ახალი მიმართულება, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვან რესურსად დროს მიიჩნევს. ეს შოპინგ პლატფორმა ელექტრონული კომერციის ბაზრის მოწინავე, კონკურენტუნარიან კომპანიად გადაიქცა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში 196 ათასამდე ადამიანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს ელექტრონული კომერციის საშუალებით ყიდულობს, ხოლო 168 ათასი - საოჯახო საქონელს, ველიზე მოთხოვნა მომავალში კიდევ უფრო მეტად მზარდი იქნება.

ბიზნეს გარემოს მნიშვნელობა

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში განვითარდეს ბიზნეს გარემო, რომელშიც კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოერგონ თანამედროვეობის მოთხოვნებს და არ ჩამორჩნენ გლობალური განვითარების ტემპს. ველიმ შექმნა სრულიად ახალი შოპინგის კულტურა ქართველებისთვის, ამიტომაც აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ამ ონლაინ პლატფორმამ ქვეყნის ბაზრის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

(R)