LIVE

Adani Group კაპიტალური ხარჯების შემცირებას გეგმავს

07 თებ 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 358
Adani Group კაპიტალური ხარჯების შემცირებას გეგმავს

Adani Group კაპიტალური ხარჯების შემცირებას გეგმავს, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ჯგუფის მიერ ფინანსური სახსრების მოზიდვის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

მედიას წყარომ განუცხადა, რომ ჯგუფმა შესაძლოა, ზოგიერთ კომპანიაში კაპიტალური გეგმები შეცვალოს. მედიის თანახმად, Adani Group ასევე გეგმავს, რომ დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებგამოიყენოს.

გარდა ამისა, ინდოეთის ბანკები, დეფოლტის თავიდან აცილების მიზნით, ჯგუფს კვლავ მისცემენ გამოუყენებელი საკრედიტო ხაზების გამოყენების უფლებას. გამოცემა Mint-ის შეფასებით, ჯგუფს ადგილობრივ ბანკებთან დაახლოებით $1.5 მილიარდი გამოუყენებელი კრედიტი აქვს. 

ლოგისტიკური კომპანია Adani Ports and Special Economic Zone-მა დღეს გამოაქვეყნა მე-3 კვარტალში შემცირებული მოგების შესახებ მონაცემები. Adan Ports-ის განცხადებით, ბირჟებზე გაუფასურებული აქციების გამო, მისი კონსოლიდირებული წმინდა მოგება მესამე კვარტალში 16%-ით შემცირდა და $159.10 მილიონი შეადგინა.  

მილიარდერ გაუტამ ადანის კომპანიების საბაზრო ღირებულება თითქმის განახევრდა მას შემდეგ, რაც Hindenburg Research-მა 24 იანვარს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, აზიის უმდიდრესმა ადამიანმა ქონება ბაზარზე მანიპულირებითა და თაღლითობით გაზარდა. ანგარიშის გამოქვეყნებას ადანის კომპანიების აქციების მასშტაბური გაყიდვა და ფასის ვარდნა მოჰყვა. შედეგად, Adani Group-მა $113 მილიარდი დაკარგა. 

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში ადანის რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა. დღევანდელი მონაცემებით, 24 იანვრის შემდეგ, ბიზნესმენის ქონება დაახლოებით $62.6 მილიარდით შემცირდა და $56.4 მილიარდს შეადგენს