
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური პირები დღემდე გამოთქვამენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთმა შეიძლება გამოიყენოს ქვეყნის კანონმდებლობა TikTok-ზე ზეწოლისთვის და აშშ-ს მომხმარებლის მონაცემები დაზვერვის ან დეზინფორმაციის გავრცელების მიზნებისთვის მიმართოს.
სწორედ ამან აიძულა აშშ-ს მთავრობა აეკრძალა TikTok-ზე წვდომა სახელმწიფო კომპიუტერული ქსელებიდან და ოფიციალური მოწყობილობებიდან, ეს გადაწყვეტილება შტატების ნახევარმა მიიღო.
შუ ზი, TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი აშშ-ში კონგრესის წინაშე 23 მარტს დაგეგმილ სესიაზე წარდგება, სადაც ჩვენებას მისცემს კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე, ამასთან მან უნდა ისაუბროს, რა გავლენა აქვს ახალგაზრდა მომხმარებლებზე TikTok-ს და თავად რა კავშირი აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.
ამჟამად, აშშ-ს შტატების ზოგიერთმა გუბერნატორმა აკრძალა TikTok-ი სახელმწიფო კომპიუტერულ ქსელებში, მათ შორის საჯარო უნივერსიტეტებში. აშშ-ში ეჭვი აქვთ, რომ ჩინეთის მთავრობას სოციალური აპლიკაციის ამერიკელი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს.