
იმის ფონზე, რომ აშშ-ს ზოგიერთ შტატში სულ უფრო იზრდება TikTok-ის აპლიკაციაზე წვდომის აკრძალვის შესახებ დისკუსია, თავად სოციალური პლატფორმა კონტრშეტევას იწყებს.
კერძოდ, პოპულარული ვიდეო აპლიკაციის უფროსმა აღმასრულებლებმა და მათმა ლობისტებმა აშშ-ს კონგრესის წევრებს, ასევე აკადემიურ მკვლევარებს და ანალიტიკოსებს აცნობეს 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამაზე, რომელსაც "პროექტი ტეხასი" ჰქვია. TikTok-ი ამტკიცებს, რომ ამ პროგრამის საშუალებით ხალხის შეშფოთებასთან გამკლავებას შეძლებს.
"პროექტი ტეხასი" შექმნილია სპეციალურად ამერიკელი მომხმარებლებისთვის და ის ითვალისწინებს კონკრეტული პერსონალური მონაცემების წვდომის შესაძლებლობას მხოლოდ აშშ-ში. ჩინეთისთვის კი ეს მონაცემები დახურული იქნება.
TikTok-ის უფლებადამცველები ამბობენ იმასაც, რომ სოციალური აპლიკაციის ირგვლივ არსებული პოლიტიკური დებატების უმეტესი ნაწილი ვარაუდებზეა დაფუძნებული.
TikTok აშშ-თან ყველაზე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, 2020 წლის შემდეგ, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აპლიკაციის აკრძალვა სცადა, თუმცა სასამართლოში წააგო.
ამჟამად, აშშ-ს შტატების ზოგიერთმა გუბერნატორმა აკრძალა TikTok სახელმწიფო კომპიუტერულ ქსელებში, მათ შორის საჯარო უნივერსიტეტებში. კონგრესმა გასულ თვეში მხარი დაუჭირა TikTok-ის აკრძალვას ფედერალური მთავრობის მოწყობილობებიდანაც, თუმცა მიმდინარე კვირაში სენატორმა ჯოშ ჰეულიმ აკრძალვის იდეა მთელი ქვეყნის მასშტაბით აღადგინა. აშშ-ში ეჭვი აქვთ რომ ჩინეთის მთავრობას სოციალური აპლიკაციის ამერიკელი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს.