LIVE

Tesla-ს შემდეგ, ელექტრომობილს Ford-იც აიაფებს

04 თებ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 415
Tesla-ს შემდეგ, ელექტრომობილს Ford-იც აიაფებს

Ford Motors-ი მუსტანგის ელექტრო ავტომობილებზე (Mach-E) ფასებს 5900 დოლარამდე ამცირებს, ეს კი მას შემდეგ, რაც Tesla-მ საკუთარი ელექტრომობილები გლობალურად თითქმის 20%-ით გააიაფა.

Ford Mustang-ის აღნიშნული მოდელი სრულად ელექტროა და Tesla-ს ელექტრომობილის პირდაპირი კონკურენტია. ანალიტიკოსები ელოდნენ კიდეც, რომ Tesla-ს მხრიდან ფასების შემცირება ზეწოლას მოახდენდა სხვა ავტომწარმოებლებზე.

კონკურენციის პირობებში, Tesla-ს შემდეგ Ford Motors იძულებულები გახდა, ფასების კლება დაეწყო. საერთაშორისო მედიაში ორ ავტომწარმოებელს შორის ასეთ კონკურენციას - ფასების "მინი ომადაც" კი მოიხსენიებენ.

Ford ამცირებს ფასებს Mustang-ის სხვა ელექტრო მოდელებზე 8%-მდე. ასევე აიაფებს ავტომობილის ხანგრძლივი მოქმედების ელემენტებს დაახლოებით 19%-ით. 

გასულ წელს Ford-მა შეერთებულ შტატებში ჯამურად გაყიდა 39 458 ერთეული Mach-E მოდელის მანქანა გაყიდა. კომპანია გეგმავს, რომ წარმოება გაზარდოს და წლის ბოლოსთვის 270 000 ელექტრო ავტომობილი გამოუშვას.