LIVE

„ენერგო-პრო ჯორჯია“: ჩვენი სახელით ყალბი შეთავაზება კვლავ ვრცელდება

26 იან 202312:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 276
„ენერგო-პრო ჯორჯია“: ჩვენი სახელით ყალბი შეთავაზება კვლავ ვრცელდება

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, სოციალურ ქსელებში და ვიდეო პლატფორმებზე მათი სახელით კვლავ ვრცელდება ყალბი სარეკლამო განცხადება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვიდეოს გამოჩენისთანავე, 11 იანვარს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურიდიულმა დეპარტამენტმა შეტყობინება გააგზავნა შსს-ს კიბერუსაფრთხოების ცხელ ხაზზე. ოფიციალური წერილი გაიგზავნა ასევე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში.

„თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით ცდილობენ თანხების მიზიდვას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან.

გავრცელებულ ვირუსულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის ჩადებას გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში. ენერგოკომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შემოთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე“, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.