LIVE

საქართველოში მეწარმეობის განვითარების რეგიონული ჰაბი ყალიბდება

24 იან 202318:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 294
საქართველოში მეწარმეობის განვითარების რეგიონული ჰაბი ყალიბდება

საქართველოში მეწარმეობის განვითარების რეგიონული ჰაბი ყალიბდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

გლობალური სავაჭრო პალატის (ICC) ინიციატივით დაწყებული პროგრამა სამი მთავარი ნაწილისგან შედგება: ტრენინგ-სემინარები, მენტორინგი და პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა მსხვილი ბიზნესისგან.

როგორც ორგანიზაციაში "ბიზნეს ფორმულას" განუცხადეს, თბილისი რეგიონის ცენტრად იმიტომ შეირჩა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი უფრო და უფრო ძლიერდება, შესაბამისად იზრდება ქვეყნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კორიდორის პოტენციალიც.

"სწორედ კერძო სექტორია ერთ-ერთი წამყვანი ძალა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამიტომ ამ პროექტით დავეხმარებით მეწარმეებს, რომ შეიძინონ განსაკუთრებული უნარები, რათა ბიზნესი სწორად აკეთონ, საკუთარი ქვეყნის და ოჯახების კეთილდღეობისთვის. ვფიქრობ, ქართველ მეწარმეებს უნდა დავანახოთ, რომ მათ შეუძლიათ გავიდნენ გლობალურ ბაზრებზე," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" გლობალური საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი, ჯონ დენდტონი. 

პროგრამის ფარგლებში ICC ბიზნესებს ინვესტიციების მოძიებასა და სამომავლო პარტნიორების გაცნობაში დაეხმარება.