
ირანმა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული ახალი სანქციები დაგმო და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო დასავლეთის ზეწოლას საპასუხო რეაქციით უპასუხებს.
"ისლამური რესპუბლიკა მალე გამოაქვეყნებს ახალი სანქციების სიას ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 30-ზე მეტ ირანელ ოფიციალურ პირს და ორგანიზაციას, მათ შორის ძლიერი რევოლუციური გვარდიის ქვედანაყოფებს. ბლოკი მათ არეულობის "სასტიკ" ჩახშობასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევაში ადანაშაულებს.
ირანში პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი, რომელიც ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა.