
სოციალური ქსელებისა თუ სხვადასხვა პლატფორმების გააქტიურებასთან ერთად, მედია ორგანიზაციებს დამატებითი საზრუნავი გაუჩნდათ, რაც ინტერნეტ სივრცეში თავის დამკვიდრებას გულისხმობს.
როგორც მედიაჩეკერის მთავარი რედაქტორი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში განმარტავს, ადამიანები აღარ უყურებენ საინფორმაციო გამოშვებას, რადგან დაიღალნენ მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით. მისი თქმით, ამ ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Tiktok.
"TikTok რეალურად არის ახალი აუდიტორია, სადაც დაახლოებით 250 000 აქტიური ქართველი მომხმარებლიდან 68% არის 25 წლამდე. ასევე არსებობს ასეთი ტენდენცია, რომლის სწავლაც ბოლო წლებია დაიწყეს ე.წ. ახალი ამბებისგან თავის არიდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები აღარ უყურებენ საინფორმაციო გამოშვებებს, რადგან დაიღალნენ განმეორებადი, ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით. სწორედ ამაზეა, საუბარი Routers Institute-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. რაც შეეხება გამოსავალს, ერთი ეს არის პლატფორმების დეცენტრალიზაცია და მეორე ამბის თხრობის შეცვლა. ბუნებრივია ადაპტირება რთულია, განსაკუთრებით ტრადიციულ მედია საშუალებების შემთხვევაში, რადგან აქ არსებობს ჩარჩოები, რომელსაც უნდა აჰყვე", - განაცხადა გიორგი გოგუამ.
ცნობისთვის, Reuters Institute-ის მიერ გამოკითხული მედია ორგანიზაციების თქმით, წელს Facebook-ზე და Twitter-ზე პრიორიტეტული, TIKTok და Instagram იქნება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მთავარი სამიზნე აუდიტორია, 25 წლამდე ასაკობრივი ჯგუფია. მეტიც, გასულ წელთან შედარებით, მედია ორგანიზაციების მხრიდან TIKTOk-ის მიმართ ინტერესი 19 პროცენტი არის გაზრდილი.