LIVE

ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება - გარემოს სააგენტო

18 იან 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 585
ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება - გარემოს სააგენტო

დღეიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული. ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ პროცესის მიზეზი სინოპტიკოსების მიერ ზუსტდება, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, წლის განმავლობაში, გარკვეულ დღეებში ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს ფიქსირდება და მეტეოროლოგიური მოვლენაა.