LIVE

Twitter-ი ბრენდებს უფასო რეკლამას სთავაზობს - WSJ

14 იან 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 403
Twitter-ი ბრენდებს უფასო რეკლამას სთავაზობს - WSJ

Twitter-ი ბრენდებს საკუთარ პლატფორმაზე უფასო რეკლამას სთავაზობს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს სოციალური მედია პლატფორმის მცდელობაა, უკან დააბრუნოს ბრენდები, რომლებმაც რეკლამის განთავსებაზე უარი Twitter-ის ილონ მასკის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ თქვეს.

WSJ-ის თანახმად, Twitter-ის უფასო რეკლამის შეთავაზებას იმ განმათავსებლებისთვის აკეთებს, რომელთა სარეკლამო დანახარჯები 250 000 დოლარამდეა.

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის $44-მილიარდიანი გარიგება გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაასრულა, რის შემდეგაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მასკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოების და ბიზნესის კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა. კომპანიების ნაწილმა სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებაზე უარი თქვა.

მასკმა წლის ბოლოს განაცხადა, რომ დატოვებს Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი იპოვის, ვინმეს, ვინც "საკმარისად სულელი იქნება, რომ მისი საქმე აკეთოს". მილიარდერმა შემცვლელის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში მომხმარებლების 57.5%-მა მხარი დაუჭირა თანამდებობიდან მის გადადგომას.