LIVE

Adidas-მა Thom Browne-სთან სავაჭრო მარკის შესახებ დავა წააგო

13 იან 202319:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
Adidas-მა Thom Browne-სთან სავაჭრო მარკის შესახებ დავა წააგო

Adidas-მა წააგო სასამართლო საქმე, რომლითაც ის მოდის დიზაინერს, Thom Browne-ს ოთხი ზოლის გამოყენებაში ადანაშაულებდა.

სპორტული ტანსაცმლის გიგანტი ამტკიცებდა, რომ ძვირადღირებული ბრენდის მიერ გამოყენებული ოთხი ზოლი ძალიან ჰგავდა მისი დიზაინის ნაწილს  - სამ ზოლს.

Thom Browne-ის მტკიცებით კი  ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ მყიდველებს სავაჭრო ნიშანი არეოდათ, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, მის პროდუქციას ზოლების განსხვავებული რაოდენობა ჰქონდა. კომპანიის ადვოკატის მტკიცებით, დიზაინში ზოლის გამოყენება გავრცელებული პრაქტიკაა. 

Adidas-ი ზიანის ასანაზღაურებლად $7,8 მილიონზე მეტს (£6,4 მილიონი) მოითხოვდა, მაგრამ მაგრამ ნიუ-იორკის სასამართლომ Thom Browne-ის მხარე დაიკავა.

Adidas-მა Thom Browne-ის წინააღმდეგ სასამართლოს 2021 წელს მიმართა, თუმცა კომპანიებს შორის დავა 15 წელს ითვლის.