LIVE

Clubhouse-ის მომხმარებლების საუბარი, სავარაუდოდ, ისმინება

22 თებ 202113:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 911
Clubhouse-ის მომხმარებლების საუბარი, სავარაუდოდ, ისმინება
Bloomberg

აუდიო სოციალური ქსელის Clubhouse-ის სპიკერი აცხადებს, რომ დაუდგენელმა პირმა სოციალური ქსელის სასაუბრო ოთახებში შეღწევა და აუდიო მასალების მოპარვა შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის განცხადებით, ასეთი ქმედებების შემდგომში თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების ზომები უკვე ამოქმედდა, Clubhouse-ის მომხმარებელთა კონფიდენციალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მკვლევარების აზრით, Clubhouse-ის მომხარებლებმა უნდა ივარაუდონ, რომ მათი საუბარი ისმინება და იწერება. Stanford-ის ინტერნეტ ობსერვატორიის დირექტორი, ალექს სტამოსი ამბობს, რომ Clubhouse-ის აპლიკაცია კონფიდენციალურობის შესახებ ვერანაირ დაპირებას ვერ გასცემს.

სტამოსი ასევე ადასტურებს, რომ ბექ-ენდ ოპერაციების დიდი ნაწილისთვის Clubhouse-ი შანჰაიში დაფუძნებულ სტარტაპს, Agora-ს იყენებს. ჩინური კომპანია ჩართულია სოციალური ქსელის მონაცემების გადამუშავებასა და აუდიო წარმოებაში, აცხადებს სტამოსი. მისივე თქმით, Clubhouse-ის თანამშრომლობა Agora-სთან მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ სერიოზულ კითხვებს აჩენს. ამ ვითარებაში განსაკუთრებით დაუცველნი არიან ჩინელი მომხარებლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აუდიო სოციალური ქსელი სახელმწიფო თვალთვალისთვის ხელმისაწვდომია.

თებერვლის დასაწყისში, ჩინელმა მომხარებლებმა განაცხადეს, რომ სიძიანის რეგიონის და სხვა კონტროვერსიული საკითხების განხილვის შემდეგ, სოციალურ ქსელთან წვდომა შეეზღუდათ. ამჟამად ჩინელი მომხარებლები Clubhouse-ს და სხვა სოციალურ ქსელებს VPN-ის საშუალებით იყენებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმი ტარაბაი და კარტიკაი მეჰროტა