LIVE

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა

08 იან 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 445
სამწლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა

2020 წლის მარტში მოგზაურობის შეზღუდვების დაწესების შემდეგ დღეს ჩინეთმა პირველად გახსნა საზღვრები საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

მოგზაურებს ჩინეთში შესვლისას კარანტინის გავლა აღარ დასჭირდებათ, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა ქვეყნის Covid პოლიტიკაში. ამასთან, ძალაში რჩება მოგზაურობამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მოთხოვნა.

ჰონგ-კონგში, სავარაუდოდ, 400 000 ადამიანი გაემგზავრება. გრძელი რიგებია ისეთ ქალაქებში ფრენებისთვის, როგორებიცაა პეკინი და სიამენი. 

საზღვრების გახსნა ემთხვევა მთვარის ახალი წლის პერიოდს, რომელიც ასევე ცნობილია ჩინეთის ახალი წლის სახელით. მოსალოდნელია, რომ გასული წლის შედეგი გაორმაგდება და ამ პერიოდში ორი მილიარდი ადამიანი იმოგზაურებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩინეთს ჰქონდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი Covid პოლიტიკა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩინეთის მთავრობამ შეზღუდვები მასობრივი საპროტესტო ტალღის შემდეგ შეარბილა.

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა უარი თქვა ნულოვანი Covid პოლიტიკის ძირითად ელემენტებზე, გავრცელდა ცნობები საავადმყოფოებისა და კრემატორიუმების გადატვირთვის შესახებ, მაგრამ ქვეყანამ შეწყვიტა სტატისტიკის გამოქვეყნება და გუშინ მხოლოდ ორი გარდაცვალების შესახებ განაცხადა.