LIVE

9 თვეში საქართველოს საზღვარი 1 274 006-მა რუსმა გადმოკვეთა - შსს

26 დეკ 202210:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 721
9 თვეში საქართველოს საზღვარი 1 274 006-მა რუსმა გადმოკვეთა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-ნოემბრის პერიოდში, საქართველოს საზღვარი 1 274 006-მა რუსმა გადმოკვეთა. წლიური ზრდა 404%-ია

უცნობია რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.

მხოლოდ ნოემბერში საქართველოში 121 454 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 347%-ით აღემატება.

მარტი-ნოემბრის პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დინამიკა ასეთია:

  • მარტი - 45 068 რუსეთის მოქალაქე;
  • აპრილი - 48 797 რუსეთის მოქალაქე;
  • მაისი - 69 772 რუსეთის მოქალაქე;
  • ივნისი - 135 457 რუსეთის მოქალაქე;
  • ივლისი - 236 734 რუსეთის მოქალაქე;
  • აგვისტო - 260 810 რუსეთის მოქალაქე;
  • სექტემბერი - 222 274 რუსეთის მოქალაქე;
  • ოქტომბერი - 133 640 რუსეთის მოქალაქე;
  • ნოემბერი - 121 454 რუსეთის მოქალაქე.

აპრილ-ნოემბერში რუსეთი საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზეა. ნოემბერში მეორე პოზიციაზე იყო თურქეთი, შემდეგ მოდიოდა სომხეთი, უკრაინა, ისრაელი, ევროკავშირის ქვეყნები და აზერბაიჯანი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ნოემბერში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 1 403 507-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 66% უცხოელი იყო, 34% კი - ქართველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ნოემბერში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე პოზიციაზე იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მესამეზე კი - სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტი.