LIVE

ერდოღანს სურს, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება სხვა პროდუქციაზეც გავრცელდეს

12 დეკ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 335
ერდოღანს სურს, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება სხვა პროდუქციაზეც გავრცელდეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მარცვლეულის მიწოდების შეთანხმების გაფართოება განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

მედიის ინფორმაციით, ერდოღანს სურს, რომ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება სხვადასხვა საქონელსა და საკვებ პროდუქტებზეც გავრცელდეს. 

სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი კავშირები და რეგიონული საკითხები, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლა.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის „აგრძელებს დიალოგს“ ერდოღანთან „შემდგომი სამუშაოებისა და მარცვლეულის დერეფნის შესაძლო გაფართოების“ შესახებ.

რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი ივლისში, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, მოაწერეს. შეთანხმების საფუძველზე, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი 1 აგვისტოდან განახლდა.