LIVE

საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი 2.85 მილიარდი ლარია

08 დეკ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 878
საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი 2.85 მილიარდი ლარია

2022 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2.85 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 418 მლნ ლარია. 

საპენსიო სქემაში სულ 1 მლნ 173 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

საპენსიო სააგენტოს ნოემბრის ანგარიშის თანახმად, ამოქმედებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.7% იყო, წმინდა ამონაგები კი - 40%.

საინვესტიციო ანგარიშის თანახმად, აქტივების 81.2% ლარშია განთავსებული, ხოლო 18.8% - უცხოურ ვალუტაში. დღეის მდგომარეობით, აქტივების გეოგრაფიული ალოკაცია ასეთია: 82.4% ადგილობრივი აქტივებია, 17.6% კი - უცხოური. 

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება:

  • სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები - 64.6%;
  • საქართველოს სახაზინო ობლიგაციები - 14.1%;
  • აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები - 8.7%;
  • გლობალური აქციები - 8.1%;
  • მიმდინარე ანგარიშები - 3.5%;
  • ევროობლიგაციები - 0.9%;
  • ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები - 0.1%.  

ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, აქტივების 88.3% ფიქსირებულ განაკვეთზეა მიბმული, 8.1% ცვლადზე, 3.6% კი გლობალური აქციებია.

რაც შეეხება ვადიანობას, აქტივების ნახევარზე მეტი, 57%, 2 და მეტი წლით არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აქტივების 62.1%-ს BB- საკრედიტო რეიტინგი აქვს.

საპენსიო სააგენტომ ადგილობრივ კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება დაიწყო. კერძოდ, სააგენტომ „ნიკორას“ მიერ განთავსებულ 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიან ობლიგაციებში ჩადო ინვესტიცია.