LIVE

Tesla-მ ელექტრო სატვირთოების მიწოდება დაიწყო

02 დეკ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 741
Tesla-მ ელექტრო სატვირთოების მიწოდება დაიწყო

Tesla-მ თავისი პირველი სრულად ელექტრო სატვირთო მანქანის, Tesla Semi-ს მომხმარებლებისთვის მიწოდება დაიწყო. როგორც დაანონსებული იყო, კომპანიამ სატვირთო პირველ დეკემბერს Pepsi-სა და მის შვილობილ Frito-Lay-ს მიაწოდა.

სრულად ელექტრო სატვირთო მანქანას აქვს უჩვეულო დიზაინი, რადგან ავტომობილში მძღოლი არა ერთ რომელიმე მხარეს, არამედ სალონის ცენტრში ზის. ცნობილია ისიც, რომ Tesla Semi იმაზე სწრაფად გადაადგილდება, ვიდრე ტრადიციული დიზელის ნახევრად სატვირთო მანქანები. ერთი დამუხტვით კი 500 მილის გავლა შეუძლია. 

როგორც Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ამბობს, ვინაიდან ახალ სატვირთოებს დიზელის სატვირთო მანქანებისგან განსხვავებით, მრავალ გადაცემათა კოლოფი არ აქვს, მისი მართვაც უფრო მარტივია. ამასთან, ახალ სატვირთოს სამი ელექტროძრავა აქვს, რომელთაგან ერთი სატვირთოს მართავს, ხოლო დანარჩენი ორი ძირითადად აჩქარებისა და ძნელად წევისთვის გამოიყენება. ამის შედეგად კი Tesla-ს მტკიცებით, სატვირთოს 82000 ფუნტამდე აზიდვა შეუძლია.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ Tesla Semi ახალი, ულტრა სწრაფი დამტენებით იმუხტება. აღნიშნულს ემატება ისიც, რომ ახალი სატვირთო მანქანები შედარებით ნაკლებ ხმაურიანია, რაც მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის დამატებითი კომფორტია.

ბენზინზე და დიზელზე მომუშავე სატვირთო მანქანების ელექტრო მანქანებით ჩანაცვლებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანის ჯანმრთელობა და გადაარჩინოს ათიათასობით სიცოცხლეც. 

აღსანიშნავია, რომ Tesla Semi-ის წარმოების დაწყება ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა დაწყებულიყო.