LIVE

Tesla-ს ელექტრო სატვირთოების გაყიდვას წელს დაიწყებს - პირველი მომხმარებელი Pepsi-ია

07 ოქტ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
Tesla-ს ელექტრო სატვირთოების გაყიდვას წელს დაიწყებს - პირველი მომხმარებელი Pepsi-ია

Tesla-ს პირველი ელექტრო სატვირთო მანქანა ბაზარზე მალე გამოჩნდება.

ელექტრო ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელი, Tesla პირველ Tesla Semi Truck-ს Pepsi-ს 1-ელი დეკემბრიდან მიაწვდის.

"მოხარული ვარ, დავაანონსო Tesla Semi Truck-ის წარმოების დაწყება და 1-ელი დეკემბრიდან Pepsi-სთვის მიწოდება", - დაწერა ილონ მასკმა Twitter-ზე.

თავად, Pepsi-ს განცხადებით კი, მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია 15 ერთეულ Tesla Semi Truck-ს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ სატვირთო მანქანების წარმოების დაწყების შესახებ Tesla-მ პირველად 2017 წელს განაცხადა და აღნიშნა რომ წარმოებაში 2 წლის ვადაში ჩაეშვებოდა, თუმცა პროექტის განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო.

Tesla-ს ახალი სატვირთო მანქანის სხვა კორპორატიულ კლიენტებს შორისაა საცალო ვაჭრობის გიგანტი Walmart-იც, რომელსაც წინასწარი შეკვეთები უკვე გაკეთებული აქვს.

ცნობილია, რომ Tesla Semi Truck-ი ნულოვანი ემისიით მუშაობს, რის გამოც მასზე ფედერალური საგადასახადო შეღავათებიც ამოქმედდება. სატვირთო ავტომანქანების ბაზარზე კი Tesla კონკურენციას გაუწევს ისეთ მსხვილ მოთამაშეებს, როგორიცაა სტარტაპი Nikola Corp და შვედური კომპანია Volvo AB.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანა ჰალი