საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ტოპ 100 აპლიკანტიდან უმეტესობა პროგრამული უზრუნველყოფას და აპლიკაციების დეველოპმენტის მიმართულებას ირჩევს. ამას მოწმობს TBC Capital-ის უახლესი კვლევა, რომელიც საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორში არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს.
კვლევის თანახმად, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების დეველოპმენტის მიმართულება განსაკუთრებით პოპულარული გახდა გასული ორი წლის განმავლობაში. ასე მაგალითად, მხოლოდ წელს, ტოპ აპლიკანტების 90%-მა კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლა გადაწყვიტა.
როგორც წესი, სტუდენტების არჩევანი, ჩაირიცხონ ამა თუ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ სამომავლო კარიერას განსაზღვრავს. თავად ამ არჩევანს, თავის მხრივ, არაერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ახლავს. მათ შორის, მოსალოდნელი ანაზღაურება თუ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მეტ სტუდენტს ის საგანმანათლებლო პროგრამები იზიდავენ, სადაც სამომავლო მოლოდინები პოზიტიურია.
აბიტურიენტების ჯამური რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, კომპიუტერული მეცნიერებები ტოპ სამ არჩევანს შორის არ ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ შრომის ბაზარს ამ ეტაპზე, კიდევ უფრო მეტი დეველოპერი სჭირდება, ვიდრე უნივერსიტეტები აწვდიან. დარგის წარმომადგენელი კომპანიები უნივერსიტეტების მხრიდან მიწოდებაში დანაკლისს უჩივიან, მაშინ როცა მათი მხრიდან კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია.
საგულისხმოა ისიც, ის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება ლიდერობს შევსებული ადგილების თვალსაზრისით. ასე მაგალითად, 2022 წელს პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების დეველოპმენტის/ანალიზის მიმართულებებზე არსებული ადგილები თითქმის სრულად შეივსო 94%-იანი მაჩვენებლით, რაც ყველა სხვა სასწავლო მიმართულების შევსების მაჩვენებელს აჭარბებს. გამოდის, რომ მოთხოვნა ამ ტიპის სასწავლო პროგრამებზე აბიტურიენტების მხრიდანაც მაღალია, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან მიწოდება არსებულ მოთხოვნას ჯერ სრულად ვერ პასუხობს.
გარდა ამისა, საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ თუ გადავხედავთ აპლიკანტთა საშუალო ჩარიცხვის ქულებს, წელს ყველაზე მაღალი ქულები სწორედ პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების დეველოპმენტის სასწავლო პროგრამებით დაინტერესებული კანდიდატებს ჰქონდათ. ზოგადად, ამ მიმართულებაზე ჩარიცხულ სტუდენტებს სტაბილურად მზარდი ქულები გამოარჩევთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან მაღალ ქულიან აპლიკანტებზეა მოთხოვნა.
შედეგად, თუკი 2018-2021 წლებში მედიცინასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამები დომინირებდნენ მაღალქულიანი სტუდენტების მიღების თვალსაზრისით, 2022 წელს ლიდერის პოზიცია ამ ნაწილში პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების დეველოპმენტმა დაიკავა.
მონაცემები მოწმობს, რომ გასულ წელებში ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები, იგივე ტოპ აპლიკანტები, არჩევანს უმეტესწილად თავისუფალი უნივერსიტეტის სასარგებლოდ აკეთებდნენ (77%, 2020), თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაზარს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეემატა (KIU), აპლიკანტების ნაწილის არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელისკენ გადაიხარა. შედეგად, მისმა წილმა ტოპ 100 აბიტურიენტს შორის წელს 35% შეადგინა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე, ტოპ 100 აბიტურიენტის არჩევანი, რომელთა 90%, თავის მხრივ, კომპიუტერულ მეცნიერებებს ირჩევს, სწორედ ამ ორ უნივერსიტეტს შორის ნაწილდება.
საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად, აქტიურად სთავაზობენ პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობასაც. მიღმა უნივერსიტეტების კარგად აღჭურვილი ლაბორატორიებისა, ამ შესაძლებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომლობა პროგრამული უზრუნველყოფის და დეველოპმენტის წამყვან კომპანიებთან, რამდენადაც სტაჟირება და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება პროფესიონალად ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. მით უმეტეს ისეთ დარგში, როგორიც კომპიუტერული მეცნიერებებია. შესაბამისად, სულ უფრო მეტი კომპანია პასუხობს გაზრდილ მოთხოვნას და სთავაზობს სტუდენტებს სამუშაო ადგილზე სწავლის და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას. მათ შორის არის ამერიკული კომპანია Lineate-ც, რომელიც ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ შემოვიდა და უკვე ათობით ქართველ დეველოპერს ასაქმებს.
15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის Dev School ქართველ სტუდენტებს 3-თვიან პროგრამას სთავაზობს, სპეციალური კურიკულუმით, რომელსაც 100% დააფინანსებს. კურსი დატვირთულია რეალური ქეისებით და პრაქტიკული მაგალითებით. ამგვარად, კომპანია ცდილობს ხელი შეუწყოს ქართულ ბაზარზე საერთაშორისო დონის კადრების მომზადებას, რომლებიც კურსის დასრულების შემდეგ Lineate-ში სტაჟირების გავლასაც შეძლებენ, მათი სტუდენტური გრაფიკის ხელშეწყობით.
კომპანია Dev School-ის მონაწილეებისთვის ონლაინ სემინარებსაც ატარებს ისეთ თემებზე, როგორიცაა აშშ-ში ბაზირებულ კლიენტებთან ინტერაქცია, გადაწყვეტილებების არქიტექტურა და ტექნიკური გაყიდვები. გარდა ამისა, კომპანიის ტექნიკური რეკრუიტინგის გუნდი სტუდენტებს დახმარებას გაუწევს იმაში, რომ მათი სამომავლო რეზიუმე სათანადოდ იყოს შედგენილი, მეტი წარმატების მოსაპოვებლად. თითოეული სტუდენტი მიიღებს Dev School-ის სერტიფიკატსაც, რომელიც აღიარებულია მთავრობის მიერ და ამით კომპანია პირველია ადგილობრივ ბაზარზე.
რაც მთავარია, Dev School-ის კურსდამთავრებულებს, რომლებიც საუნივერსიტეტო პროგრამის მესამე ან მეოთხე საფეხურზე არიან, შესაძლებლობა ექნებათ ნახევარ განაკვეთზე დასაქმდნენ Lineate-ში ანაზღაურებადი სტაჟირებით, რაც მათ მიერ უნივერსიტეტის დასრულებამდე გასტანს. საბოლოო მიზანი მაინც Dev School-ის მიერ მომზადებული მაღალკვალიფიციური კადრების სრულ განაკვეთზე, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებაა კომპანიაში, რომელიც წამყვანი გლობალური კომპანიებისთვის ასრულებს მსხვილ პროექტებს. Lineate-ს დამკვეთების გრძელი სია მოიცავს eBay-ს, Warner Music-ს, Sap-ს და სხვა არაერთ ცნობილ სახელს, რომელთა პროექტებზე მუშაობა ნებისმიერი დეველოპერისთვის სასურველი ამოცანაა.