LIVE

HSBC აზიის კონტინენტზე პოზიციებს იძლიერებს

10 დეკ 202020:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 294
HSBC აზიის კონტინენტზე პოზიციებს იძლიერებს
Bloomberg L.P.

მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის, HSBC-ის ობლიგაციების მთავარი ანალიტიკოსი სტივენ მეიჯორი ლონდონიდან ჰონგ-კონგში გადადის. გადაწყვეტილების მიზანი აზიის კონტინენტზე კომპანიის პოზიციების გაძლიერებაა. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ანალიტიკოსი დაინტერესებულ მხარეებსა და კლიენტებს ჰონგ-კონგიდან მოემსახურება და პარტნიორებს რეგიონში ფრანშიზის გაძლიერებაში დაეხმარება.

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აზიის რეგიონის მზარდ მნიშვნელობას სავაჭრო ბიზნესში, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა ლონდონი Brexit-ის გამო კარგავს დიდებას.

HSBC-ი ამჟამად რესტრუქტურიზაციის პროცესშია, რაც, სხვა ნაბიჯებთან ერთად, სამუშაო ადგილების 35,000-ით შემცირებასაც მოიცავს, თუმცა მთავარი სტრატეგია მაინც აზიის ბაზარზე სწორებაა. სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილი იყო ჰონგ-კონგში ბაზირებული პოლ მაკელის მთავარი სავალუტო სტრატეგის თანამდებობაზე დანიშვნა ნოემბერში. აღსანიშნავია ისიც, რომ აზიისკენ გადანაცვლების ფონზე, კომპანიას ჩინეთსა და ჰონგ-კონგს შორის მზარდ პოლიტიკურ დაპირისპირებასთან გამკლავება მოუწევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კატრიკ გოიალი და დენის ვი