LIVE

უცხოელებისთვის ჩვენი შრომა უფრო იაფია - დავით კენჭაძე

25 ნოე 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 674
უცხოელებისთვის ჩვენი შრომა უფრო იაფია - დავით კენჭაძე

ქართული ბიზნესი კადრების დეფიციტის პრობლემის წინაშეა, პარალელურად კი მზარდია საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც უცხოურ კომპანიებში საქმდებიან.

დავით კენჭაძის დასაქმების კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ტენდენციის მიზეზი უცხოური კომპანიების მხრიდან შეთავაზებული მაღალი ანაზღაურება და ის პირობებია, რომელსაც დასაქმებულებს ქართული ბაზარი ამ დრომდე ვერ სთავაზობს. 

"ჩვენთან ხელფასები არის უფრო დაბალი და შესაბამისად, უცხოელებისთვის ჩვენი შრომა უფრო იაფია. ანუ შეუძლიათ იგივე ხარისხის სერვისის უფრო იაფად მიღება. აქედან გამომდინარე, ქართველების შრომა მათთვის ბევრად საინტერესოა. რაც შეეხება პროფესიებს, ყველაზე მოთხოვნადი დიჯიტალ მიმართულებაა, კერძოდ აქ იგულისხმება პროგრამირება და მასთან დაკავშირებული პროფესიები. ვაკანსიების მოძებნა არც თუ ისე რთულია და საკმაოდ ბევრი პლატფორმაა შექმნილი", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, დავით კენჭაძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ქართული ბიზნესი კადრების დეფიციტზე აქტიურად საუბრობს და მიუთითებს, რომ კადრების რაოდენობასთან ერთად, პრობლემაა კვალიფიკაციის ხარისხიც.